როგორ მიდიოდნენ ISIS-ში "მოხალისეები"...

როგორ მიდიოდნენ ISIS-ში "მოხალისეები"...

მას შემდეგ, რაც ISIS-მა ერაყსა და სირიაში თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები დაკარგა და იატაკვეშა, "პარტიზანულ ბრძოლებზე" გადაერთო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მათგან მომავალი საფრთხის აღკვეთას ცდილობს. თუმცა, ისინი ისევ და ისევ პოულობენ ახალ-ახალ მოხალისეებს, თავიანთი იდეების განსახორციელებლად, ბევრ მათგანს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირამდე, საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, ჰყავდა ოჯახი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყო.

ასე რომ, წლებია ისმის კითხვა, - რატომ მიდიოდნენ ეს ადამიანები ყველაზე საშიშ ორგანიზაციაში, - ერთ-ერთი კავკასიური ინტერნეტ-გამოცემა, იმ ჩრდილოეთ კავკასიელებს ესაუბრა, რომლებიც ISIS-ის რიგებში იბრძოდნენ და როგორც თავად ამბობენ, თავს იქიდან გაქცევით უშველეს.

აჰმადი, მებრძოლი დაღესტნიდან:

"მოსკოვში ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა. ექსტრემალური სპორტიც ძალიან მიყვარდა და ალკოჰოლიც. დაღესტანში რელიგიურად ვცხობრობდი, მოსკოვში, თანდათან ცხოვრების სხვა რიტმზე გადავერთე.

ერთი სიტყვით, რაღაც სხვა მინდოდა, რაღაცის ძიებაში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამსახური ფინანსურადაც ძალიან წარატებული იყო, განსაკუთრებით სეზონზე. ერთხელაც, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო ცხოვრებაში. თანდათან ყველაფერი მომბეზრდა. ისევ ლოცვას დავუბრუნდი. იმ პერიოდში "ჯიჰადისტებთანაც" არ მქონდა ურთიერთობა.

ბოლო ხანს ახლობლებისგან მესმოდა, რომ სირიაში მუსლიმებს უჭირთ, მათ თავიანთ მიწაზე ხოცავენ და სასტიკად უსწორდებიან. მათ შესახებ, შიდა ამბებსა და კონფლიქტის დეტალებზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ თავს მუსლიმად მივიჩნევდი და ვფიქრობიდ, რომ მათი დახმარება მევალებოდა. ბოლო დროს, მოსკოვში ცხოვრება აღარ მომწონდა, ამ ქალაქმა, ისევე, როგორც მისმა მოსახლეობა, ბოლომდე მაინც ვერ მიმიღო. ვერც მე მივიღე...

მშობლები ნერვიულობდნენ, - წლები გადიოდა, 30-ს მიღწეული ვიყავი და ოჯახი არ მყავდა, რაც ჩვენში მიუღებელია. მეხვეწებოდნენ, მახაჩყალაში დაბრუნდი და ოჯახი შექმნიო. გოგონების ფოტოებს მიგზავნიდნენ, რათა რომელიმე ამერჩია, ეს ჩვენთან მიღებულია. მათ აზრს ყოველვის ვითვალისწინებთ. ერთ-ერთ მათგანზე დავქორწინდი.

ოჯახური ცხოვრების მიუხედავად, სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალ-ყურს ვადევნებდი. ახლობლებთან იქ მიმდინარე ამბებს განვიხილავდი, ოღონდ, ISIS-ის კი არა, უბრალოდ სირიის ომს.

იარაღის აღებისა და ბრძოლის სპორტული ჟინი არასდროს მქონია. უფრო კომპიუტერის ტიპი ვარ, ბიზნესსაც კომპიუტერით ვაკეთებდი. სირიაში წასვლის გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე. ასადში, მმართველს კი არა ტირანს ვხედავი, რომელსაც ალაჰის არ ეშინოდა და მუსლიმებს ხოცავდა. მე კი, მათი დაცვა მინდოდა. ჩემი ცოლი, ჩემს იდეებს არ იზიარებდა, მაგრამ შევპირდი, ერთ თვეში დავბრუნდები-მეთქი. თუმცა, ვერ შევასრულე...

ISIS-ში ძალიან მალე მივხვდი, რომ ბევრი მათგანი, არავითარი მოჯაჰედი არ ყოფილა, - იყვნენ ისეთები, ვისაც მიაჩნდა, რომ რუსეთის არმიას ებრძოდნენ. დაღესტანში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ არც იქ იყო ჩემი, ჩვენი ადგილი, მიგვაჩნდა, რომ გამოსავლისთვის, კავკასიიდან უნდა "გავსახლებულიყავით", რაც ჟარგონზე, - "ტყეში გადასახლებას" ნიშნავს. ამიტომ, გადავწყვიტეთ სირიაში წასვლა.

იქ ძალიან ბევრი ჩემნაირი, ადგილობრივ და რუსეთის ცენტრალურ ხელმძღვანელობას გაქცეული ადამიანი იყო. ისეთებიც ვინც ჩეჩნეთი, პირველი ომის დროს დატოვა. ერთი ჩეჩენი, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯარში წავიდა, მერე სპეცრაზმში და სნაიპერი გახდა. ჩეჩნეთში ვითარება რომ ჩაწყნარდა, დაბრუნდა, იქიდან კი დაღესტანში წავიდა, მაგრამ არც იქ მისცეს საშველი, - ცალკე პოლიცია დევნიდა, ცალკე "ეფესბე". არადა, მახაჩყალაში ერთად ვმუშაობდით მშენებლობაზე, ოჯახები რომ გვერჩინა, მაგრამ ასეთები ისტორია უამრავს ჰქონდა. მათ იქ ოჯახები დატოვეს, ისე, როგორც მე.

ყველას თავისი საქმე ჰქონდა, - ვიღაც ომობდა ვიღაც, სხვა ქვეყნების კავშირზე გადიოდა, - "კონტაქტებს" და "საკონტაქტოებს" ეძებდა. ისინი ნაკითხი და კარგად მოსაუბრეები იყვნენ, ერკვეოდნენ, ისტორიაში, რელიგიაში, ფლობდნენ ენებს. ასე ვიპოვეთ "ამრიკი" - აზერბაიჯანელი ამერიკელი და ბევრი სხვა. იყვნენ ისეთები, საუდის არაბეთიდან, ვინც ეგვიპტეში სწავლობდა. მათი უმეტესობა, ჩემსავით რაღაცის ძიებაში იყო, მაგრამ ჩამოსვლიდან ძალიან მალე გაუცრუვდათ იმედი. მალევე მიხვდნენ, რომ რეალობას აცდნენ და თვალი გაქცევაზე ეჭირათ. ამის გამო, მათ სასტიკად სჯიდნენ, - სხვების დასანახად, რომ იგივე სხვებს არ გაებედათ.

იყვნენ ისთებიც, ვინც "უფრო რთული მისიისთვის" ემზადებოდა, - მე ვნახე ვიდეო, როგორ აიფეთქა ერთ-ერთმა, თავი ტროლეიბუსში, ვოლგოგრადში, ღიმილით. მას სულეიმანს ვეძახდით. არ ვიცი, ნამდვილი სახელი იყო თუ არა. მაშინ 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ძალიან ბევრი დაიჭრა. ჩვენ ამას "გაფრენას" ვეძახდით და თანდათან ჩვეულებრივი გახდა.

ძირითადი მებრძოლები, ისინი ვინც შტურმს ახორციელებდნენ, პოსტსაბჭოთა სივრციდან იყვნენ, ასევე, ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან. ასევე იყვნენ ტაჯიკები, უზბეკები და არაბები. სანამ იქ ვიყავით, არავითარი კომენდანტის საათი არ ყოფილა, მაგრამ თუ არ "მუშაობდი", ვერავისთან ვერ გექნებოდა ურთიერთობა, ვერც გადაადგილდებოდი, ყველაფერი შეზღუდული გქონდა. მე მხოლოდ ჩემი ჯამაათის წევრებთან მქონდა კონტაქტი.

ხანდახან "მუასკარაში", საწვრთნელი ბანაკში მივდიოდით, სადაც სროლასა და ტაქტიკურ მომზადებას ვსწავლობდით. საკმაოდ კარგი ინსტრუქტორები გვყავდა. იქ დაახლოებით, ერთი თვე ვრჩებოდით. თუმცა, იყვნენ ისეთები, ვინც სპეციალიზირებულ სწავლებას გადიოდნენ, - მათ სნაიპერებად წვრთიდნენ. თავიდან 6-თვიანი კურსები იყო, შემდეგ, 3-თვემდე შეამცირეს.

რამადანის დროს, მარხვას ვინახავდით და ამ დროს, კლდეებში ან უდაბნოში გავრბოდით, რათა განვმარტოებულიყავით. ყველას თავისი იარაღი ჰქონდა. ვყიდულობდით. მე საწვრთნელი ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ ვიყიდე "კალაშნიკოვი", თავიდან საბჭოური მქონდა, შემდეგ, გერმანული. მჭიდებს ისინი გვაძლევდნენ, იმდენს, რამდენიც გვინდოდა. ზოგჯერ ნადავლიც გვქონდა. არაადამიანურ პირობებზე აღარ შევჩერდები. ერაყში, დღეში 50 დოლარის ექვივალენტის დინარს გვაძლევდნენ, სირიაში - ფუნტს.

კანონებს და წესებს, მეთაურები აწესებდნენ, - მაგალითად, ბროძლის დროს ტყვეები თითქმის არასდროს აგვყავდა, მხოლოდ იმათი აყვანის უფლება გვქონდა, ვინც თავისი სურვილით გვბარდებოდა. თავის მოკვეთის რიტუალზე მინდა ვთქვა, ეს ერთგვარი აუცილებლობაც იყო, - არ ვიცი, შეიძლება მტრის მიმართ ზიზღის გამოხატულება, ან შიშის დათესვის იდეოლოგია. ერთხელ, რაქაში, კაფესთან ვნახე დაახლოებით, 20-მდე მოკვეთილი თავი. ეს დასჯის მეთოდი იყო, რომელიც მზარავდა. ამ სისასტიკემ ბევრ მეომარს უბიძგა გაქცევისკენ.

ისინი ხვდებონენ, რომ შეცდნენ, რომ იქ მათი ადგილი არ იყო და ნანობდნენ, მაგრამ მათ სინანულს არ პატიობდნენ. ბევრი იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რომ იცოდა, თუ დაიჭერდნენ, მოკლავდენ, მაგრამ მაინც სცადა. ბევრი დახოცეს, - "ღალატისთვის"... თუმცა, ბევრი ახალი მაინც მოდიოდა, - სამოთხეში მოხვედრის იდეით შეპრყობილი.

ერთხელაც, გავიგე, რომ ერთი უზბეკი გაიქცა. ის არაბულად საუბრობდა. ეგვიპტეში რელიგიას სწავლობდა და ალეპოში ვიღაც ამირას დაუკავშირდა. შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, - თავს ჩვენც უნდა ვუშველოთო. თუმცა, ამ დროს გონება ისე მქონდა არეული, რომ დაბომბვის არ მეშინოდა, - დარწმუნებული ვიყავი, სამოთხეში მოვხვდებოდი.

როგორც კი ჩვენი ჯამაათი მოსულში გადავიდა, - ჩვენ თანდათან დავიწყეთ მზადება. იქ ერთი ბიჭი ვნახე, ცოლ-შვილანი, მალევე ტყუპები შეეძინა. იმ ჯოჯოხეთში ამ პატარა ბავშვებით, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მე და მან ტაბკაში ბინა ვიქირავეთ და წამოსვლის გეგმებზე დავიწყეთ ფიქრი. უზბეკები უნდა გვეპოვა, - მათ იცოდნენ წამოსასველი გზა. ვიპოვეთ კიდეც, მაგრამ ერთ-ერთი ISIS-ის აგენტი აღმოჩნდა და დაგვაპატიმრეს.

უმკაცრესი განაჩენის მოლოდინში ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ, დავამტკიცე, რომ რაღაც არასწორად გაიგეს, შემდეგ კი, ერთ-ერთი გავლენიანი მეომრის დახმარებით, საკმაოდ დიდი თანხისა და სიცოცხლის რისკის ფასად, იქაურობა დავტოვეთ... ეს იყო უმძიმესი გზა ჩემს ცხოვრებაში".

მოამზადა ლალი პაპასკირმა

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე