13 ადგილი, რომელიც თებერვალში უნდა მოინახულოთ

13 ადგილი, რომელიც თებერვალში უნდა მოინახულოთ

ზამთარი ძალას ახლა იკრებს და ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, სად გაატარებს ზამთრის არდადეგებს Business Insider-ის ეს სტატია არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

რიო დე ჟანეიროში ექსტრავაგანტული კარნავალებით დაწყებული და პეკინში ჩინური ახალი წლის აღნიშვნით დამთავრებული, თებერვალი საუკეთესო თვეა მსოფლიოს თავიდან აღმოსაჩენად. კლიმატური მონაცემების, საუკეთესო სამოგზაურო დროის და ავიაბილეთების ფასების გათვალისწინებით, Business Insider-მა მოიძია ინფორმაცია ზამთრის შვებულებისთვის საუკეთესო ადგილების შესახებ.

ქვემოთ გთავაზობთ 13 ადგილს, რომელიც თებერვლის თვეში აუცილებლად უნდა ინახულოთ:

ახალი ორლეანი, ლუიზიანა:

თუ ეძებთ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ზამთარში სტუმრობისთვის, რომელიც გთავაზობთ დიდებულ ამინდს, კერძებსა და გართობას, მაშინ ახალი ორლეანი საუკეთესო არჩევანია.

თებერვალის მთავარი მოვლენა აქ "მსუქან სამშაბათს" (როგორც ადგილობრივები უწოდებენ Fat Tuesday - Mardi Gras) გამართული ზეიმებია. ხშირად მას "მსოფლიოში საუკეთესო უფასო შოუსაც" უწოდებენ. აქ გამართულ აღლუმებსა და მხიარულებას ასობით ათასი სტუმარი ესწრება. 2018 წლის "მსუქანი სამშაბათი" 13 თებერვალს უწევს.

თუ ხალხის დიდ მასაში ყოფნა არ გიზიდავთ, ახალი ორლეანი ბევრ სხვა აქტივობასაც გთავაზობთ. მაგალითისთვის Frenchman Street-ზე არსებული ბარებსა და რესტორნებში ყოველთვის მყუდრო გარემოა, ხოლო ჯაზის მოსმენა ცოცხალი შესრულებითაა შესაძლებელი.

პარკ სიტი, იუტა

არსებობს მიზეზი, თუ რატომ უწოდებს აშშ-ს მოთხილამურეთა ნაკრები პარკ სიტის იუტაში საკუთარ სახლს.

მარტივად რომ ვთქვათ, ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა. ქალაქში 400-მდე ფერდობია, სადაც სათხილამურო ტრასებია გაკეთებული, ხოლო ფართობით ეს ყველაფერი 1335 ჰექტარზეა გაშლილი.

ფერდობებზე სრიალის შემდეგ შესაძლოა ძველებური სტილის მთავარ ქუჩაზე გასეირნება ან განთქმულ ეგვიპტურ თეატრში სტუმრობა, სადაც იანვარში კინოფესტივალი იმართება ხოლმე (Sundance Film Festival). რაც ყველაზე მოსახერხებელია, საბაგიროს მთიდან პირდაპირ ქალაქის ცენტრში შეუძლია თქვენი გადაყვანა.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"