სავაჭრო გალერეა "მერანში" საახაწლო დღეები გრანდიოზული ივენთით დაიწყო. მოწვეულ სტუმრებს და მერანის მომხმარებლებს ბავშვებთან ერთად გასართობი პროგრამებით ტერასაზე, სპეციალურად მოწყობილ საახალწლო სოფელში უმასპინძლეს.
საღამო ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწილით დაიწყო. ბავშვებს სანტა დახვდათ, რომელიც მათ სურვილებს ისმენდა და ტკბილეულს არიგებდა. ანიმატორები, მულტფილმის გმირები, ილუზიონისტი და ჟონგლიორი პატარების განწყობაზე ერთი საათის განმავლობაში ზრუნავდნენ. აქვე იყო ჯადოსნური, ბამბის ნაყინის კუთხეც.
საახალწლო სოფელში შეკრებილი პატარების მშობლებს, "მერანის" ადმინისტრაცია და კაფე "პომოდორისომო"ცხელი გლინტვეინით, ღვინით და ფურშეტით გაუმასპინძლდა.
მოწვეული სტუმრებისთვის და მათი ბავშვებისთვის საღამოს განმავლობაში უამრავი საჩუქარი გათამაშდა, რომლებიც სტუმრებისთვის სავაჭრო გალერეა "მერანში" მდებარე მაღაზიებმა დააწესეს.

დღის ბოლოს, კი, სტუმრების განწყობაზე ბენდმა NEW ONE იზრუნა.
ასეთი დღეები სავაჭრო ცენტრ "მერანში" ახალ წლამდე გაგრძელდება. ასე, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით, შეგიძლიათ იშოპინგოთ ბავშვებთან ერთად და სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ, მათ გასახარებლად საბავშვო პროგრამები "მერანის" მთელს ტერიტორიაზე, მთელი დღეების განმავლობაში გაგრძელდება.
იმის გარდა, რომ ყველა მაღაზია მომხმარებელს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს, "მერანი" საახალწლო დღეებში ტრადიციას არ ღალატობს და მომხმარებელს "ღამის შოპინგის" კომფორტსაც უქმნის. გალერეა 30 დეკემბრის ჩათვლით ღიაა 00:00 საათამდე.


და კიდევ ერთი ტრადიციული შემოთავაზება, გალერეა "მერანში" ქართველი დიზაინერების შოუ რუმი დაგხვდებათ, თუ გსურთ შეიძინოთ ქართველი დიზაინერების პროდუქცია დიდი ფასდაკლებით, მაშინ ეწვიეთ "მერანს" 31 დეკემბრის ჩათვლით.
იხილეთ საბავშვო ღონისძიებების პროგრამა იხ. ქვევით)
29 დეკემბერი
12:00 საათიდან სანტა მოისმენს ბავშვების სურვილებს და და დაურიგებს ტკბილეულს.
14:00 - 20:00 მერანის პატარა სტუმრებს შეეგებებიან ელფები.
14:00 - 20:00 ბავშვებს გაართობენ მულტფილმის და საახალწლო გმირები
14:00 - 16:00 - გაიმართება ექსპერიმენტარიუმის შოუ ტერასაზე
14:00 - 15:10 - გაიმართება თოჯინების სპექტაკლის წარმოდგენა
16:00 - 17:00 - ბავშვების გასართობი პროგრამა ტერასაზე
17:00 - 20:00 ⬇
• კარიკატურისტი დახატავს ბავშვებს (ტერასა);
• ჟონგლიორი იზრუნებს პატარების სადღესასწაულო განწყობაზე;
• სახის მოხატვის აქტივობა
30 დეკემბერი
12:00 დან - სანტა შეეგებება ბავშვებს და მოისმენს მათ საახალწლო სურვილებს
14:00 - 20:00 საახალწლო გმირები გაართობენ პატარებს
15:00 - 20:00 - სახის მოხატვის აქტივობა სანტას კუთხესთან
17:00 - 19:20 - Christmas Carol საახალწლო საგალობელი ტერასაზე
17:00 - 21:00
• გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ანიმატორებთან ერთად (ტერასა)
• კარიკატურისტი დახატავს ბავშვებს (სანტას კუთხესთან)
• ილუზიონისტი (ტერასა)
• ჟონგლიორი (მთელს ტერიტორიაზე)
31 დეკემბერი
12:00 დან - სანტა ისევ თქვენს ბავშვებს ელის ( 1-ლი სართული)
15:00-15:15 - ცეცხლოვანი შოუ და დრამერები
15:00 - 20:00
• ოჩოფეხები გაახალისებენ პატარებს
• სახის მოხატვის კუთხე ისევ მერანშია
• ჟონგლიორი
• საახალწლო გმირები
Facebook: Merani . მერანი - მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მერანის ფეისბუქ გვერდს