ემანუელ მაკრონი "ფეიქ ნიუსებთან" ბრძოლას იწყებს

ემანუელ მაკრონი "ფეიქ ნიუსებთან" ბრძოლას იწყებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "ფეიქ ნიუსებთან" ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ მან ტელეარხ France 24-ის ეთერში, პრესისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

"ჩვენ "ფეიქ ნიუსებისგან" დემოკრატიული ცხოვრების დაცვის იურიდიული მექანიზმის განვითარებას ვგეგმავთ. სოციალური ქსელების პლატფორმები ვალდებულები იქნებიან გაზრდილი გამჭვირვალობით იმოქმედონ, როდესაც საქმე ეხება დაფინანსებულ მასალებს, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, თუ ვინ და რა ფასად შეუკვეთა ესა თუ ის მასალა", - აღნიშნა მაკრონმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მზადდება კანონი, რომელიც "ფეიქ ნიუსების" წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"