დემი მური 30 წლით უმცროს მამაკაცს ხვდება, რომელიც მისი შვილის მეგობარია

დემი მური 30 წლით უმცროს მამაკაცს ხვდება, რომელიც მისი შვილის მეგობარია

მას შემდეგ, რაც 2011 წელს დემი მური ეშტონ კატჩერს დაშორდა, ჰქონდა ხანმოკლე რომანები ვიტო შტაბელთან და ჰარი მორტონთან. ახლა კი ჟურნალი ELLE წერს, რომ 55 წლის მსახიობი 25 წლის მუსიკოსს ნიკ ჯონასს ხვდება, რომელიც მისი ქალიშვილის, რუმერის ახლო მეგობარია.

ჯონასს გასულ წლებშიც მასზე უფროს ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის - ქეით ჰადსონთან. ნიკ ჯონასის მეგობარი გოგონების რიცხვში იყო "მის სამყარო 2012" ოლივია კულპოც.

"ნიკი დემის ყველაზე ახალგაზრდა პარტნიორია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასაკი უბრალოდ ციფრებია," - ამბობს ჟურნალის წყარო, რომელიც დემი მურის ახლო მეგობარია.

აღსანიშნავია, რომ დემი მური 16 წლისთ უმცროს მსახიობზე ეშტონ კატჩერზე 7 წელი იყო დაქორწინებული. წყვილი 2013 წელს დაშორდა ერთმანეთს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება