ადვოკატი - ირანის ყოფილი პრეზიდენტი არ დაუკავებიათ

ადვოკატი - ირანის ყოფილი პრეზიდენტი არ დაუკავებიათ

ადვოკატი ირანის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის დაკავებას არ ადასტურებს. აჰმადინეჯადის დაკავების შესახებ თეირანში, წყაროზე დაყრდნობით გაზეთი al-Quds al-Arabi წერდა.

გამოცემა Erm News აჰმადინეჯადის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ გაზეთი Al-Quds Al-Arabi-ს ინფორმაციით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერის გამო დააკავეს.

გაზეთის ინფორმაციით, აჰმადინეჯადი აიათოლა ალი ხამენეის სანქციით იყო დაკავებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"