კრიპტოვალუტის ბირჟები ახალი მომხმარებლებისთვის დაიხურა

კრიპტოვალუტის ბირჟები ახალი მომხმარებლებისთვის დაიხურა

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟებმა Bitfinex (ჰონკონგი), Binance (შანხაი) და Bittrex (აშშ) ახალი ექაუნთების რეგისტრაცია დახურეს, მომხმარებლების მასიური ნაკადის გამო. ამის შესახებ Cointelegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Bittrex-მა და Bitfinex-მა რეგისტრაცია 2017 წლის მიწურულს შეაჩერეს, ხოლო Binance-მა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბირჟის წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობით ახსნეს, რომელიც ამჟამად ვერ ართმევს თავს დიდი რაოდენობის მოთხოვნებს რეგისტრაციაზე და ვერიფიკაციაზე.

ამასთან, Binance-მა 8 იანვარს განაცხადა, რომ რეგისტრაციას განაახლებს ნაწილობრივ: ყოველ დღე მოხდება მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ახალი მომხმარებლების დაშვება. ცოტა ხნით ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ ყოველდღიურად ბირჟაზე 250 ათასი ადამიანის რეგისტრირება ხდებოდა.

Bitfinex-ი კი ახალი რეგისტრაციების განახლებას 15 იანვრიდან გეგმავს, Bittrex-ს კონკრეტული თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. Coinmarketcap-ის მონაცემებით, Binance და Bitfinex - ბიტკოინების ვაჭრობის რაოდენობით ყველაზე მსხვილი ბირჟებია, Bittrex-ი კი პირველ ადგილზეა კრიპტოვალუტა Ethereum-ის ვაჭრობით.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პაველ დურინის მესინჯერი Telegram-ი გეგმავს საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმის ამუშავებას და კრიპტოვალუტის ჩაშვებას. როგორც TechCrunch-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, მესამე თაობის პლატფორმა მიიღებს სახელწოდებას Telegram Open Network, ხოლო თავად კრიპტოვალუტის სახელწოდება იქნება Gram.

ჩაშვების ფინანსირება მოხდება მონეტების პირველადი განთავსებით. მოსალოდნელია, რომ მისი მოცულობა იქნება საკმაოდ დიდი, რადგან პროექტის განხორციელება მოხდება არა ახალი სტარტაპის მქონე სახელიდან, არამედ ბრენდიდან, რომელმაც უკვე მოახდინა საკუთარი თავის რეკომენდირება ბაზარზე.

TechCrunch-ის მონაცემებით, Telegram-ი აღნიშნული პროექტისთვის 500 მილიონი დოლარის მობილიზებას გეგმავს, ხოლო ციფრული ვალუტის პოტენციური ჯამური ღირებულება 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე იქნება. გამოცემა აქვე აზუსტებს, რომ ეს ციფრები სავარაუდოა და შესაძლოა, მოგვიანებით მოხდეს მისი კორექტირება.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"