საჰარაში მოთოვა

საჰარაში მოთოვა

საჰარაში მოთოვა. "ინდეფენდენთის" ცნობით, თოვა ალჟირის ქალაქ აინ სეფრაში კვირას, დილით დაიწყო, ბავშვებს ცხოვრებაში პირველად მიეცათ საშუალება, ფერდობებზე ესრიალათ.

სამწუხაროდ, მაღალი ტემპერატურის გამო თოვლმა დნობა მალევე დაიწყო.

ბოლო 40 წლის მანძილზე უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქალაქში მოთოვა. აინ სეფრას "უდაბნოს ჭიშკარსაც" უწოდებენ. ქალაქი 1881 წელს დაარსდა. საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 37 გრადუსია, ხოლო რეკორდული სიცივე, რაც ოდესმე ზამთარში დაფიქსირებულა, -10 გრადუსი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"