საფრანგეთის პოლიციამ 4 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა იპოვა, რომელიც პარიზში, სასტუმრო Ritz-იდან გაიტაცეს. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება.
ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, საიუველირო ნაკეთობები ერთ-ერთი დაკავებულის ჩანთაში აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, სამი ბოროტმოქმედი ყაჩაღობის შემდეგ მალევე დააკავეს, კიდევ ორი კი მიმალვაშია.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირებმა პარიზში, სასტუმრო Ritz-ში მდებარე მაღაზიიდან 4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობები წაიღეს.
ნაჯახებით შეიარაღებულმა ხუთმა მამაკაცმა სასტუმროს სავაჭრო გალერეაში რამდენიმე ვიტრინა გატეხეს და საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ქვები და საათები წაიღეს.