ერდოღანი - ამერიკა ჩვენს საზღვრებთან ახლოს ქმნის ტერორისტულ არმიას, ჩვენი ამოცანაა, გავგუდოთ ეს არმია, სანამ ის დაიბადება

ერდოღანი - ამერიკა ჩვენს საზღვრებთან ახლოს ქმნის ტერორისტულ არმიას, ჩვენი ამოცანაა, გავგუდოთ ეს არმია, სანამ ის დაიბადება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთმა "სირიის სასაზღვრო დაცვის ძალები" უნდა გაანადგუროს.

"ახლა ამერიკა ჩვენს საზღვრებთან ახლოს ქმნის ტერორისტულ არმიას, რომელიც საფრთხეს უქმნის თურქეთის უსაფრთხოებას. ჩვენი ამოცანაა, გავგუდოთ ეს არმია, სანამ ის დაიბადება. თუ აშშ-ს სურს ამ ველურებთან თანამშრომლობა, ეს მათი საქმეა. მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქი სამხედროები გააგრძელებენ სირიელი ქურთების თავდაცვის პოზიციების დაბომბვას აფრინში. "ვიმედოვნებ, ჩვენი სამხედრო ძალები უახლოეს პერიოდში, გადაწყვეტენ პრობლემას აფრინში. ოპერაცია იქ შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს", - დასძინა ერდოღანმა.

როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. სამხედრო კოალიცია, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, აპირებს ახალი სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნას, რომელშიც 30 000 წევრი იქნება. აქედან 15 000 "სირიის დემოკრატიული ძალებიდან" დაკომპლექტება.

"სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების" დანაყოფებს მდინარე ევფრატის მიმდებარედ, ასევე, თურქეთისა და ერაყის საზღვრის გასწვრივ განალაგებენ, რომელთა ამოცანა "ისლამური სახელმწიფოსთვის" თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო ტვირთების გადატანაში ხელის შეშლა იქნება.

"სირიის დემოკრატიული ძალები" ძირითადად სირიელი ქურთებისგან შედგება. მათი ფორმირება მოხდა 2015 წელს აშშ-ს აქტიური მხარდაჭერით "ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძლოველად.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"