ციფრული ვალუტების ბაზარი ეცემა

ციფრული ვალუტების ბაზარი ეცემა

ციფრული ვალუტების რეიტინგის პირველ ათეულში შემავალი ვალუტების უმეტესობის ფასმა დღეს ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით დაიკლო.

ბიტფაინექსის პლატფორმაზე, ბიტკოინს თითქმის 14 პროცენტი დააკლდა და მისი ფასი 1 200 დოლარს ჩამოსცდა, რითაც ბოლო ოთხი კვირის მინიმუმი განაახლა. ბიტკოინის კაპიტალიზაცია 202 მილიარდ დოლარამდე არის შემცირებული.

კაპიტალიზაციის მოცულობით მეორე უდიდესი ვალუტის, ეთერიუმის ფასი 1 100 დოლარს ჩამოსცდა, როცა შაბათს 1423.20 დოლარი ღირდა. 104 მილიარდ დოლარამდე შემცირდა მისი კაპიტალიზაცია. კიდევ უფრო მკვეთრად, თითქმის 26 პროცენტით გაუფასურდა რიპლი, რომლის ფასიც 1.40 დოლარს ჩამოსცდა. მისი კაპიტალიზაცია 52 მილიარდ დოლარამდე არის ჩამოსული, როცა სულ ცოტა ხნის წინ, 100 მილიარდზე მეტი იყო და რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფებოდა. 200 დოლარს ჩამოსცდა ლაიტკოინის ფასი.

გასული წლის ბოლოს, ციფრული ვალუტების ბაზარი არნახულად გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა, ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, ფსიქოლოგიურ ზღვარს, 20 000 დოლარს მიაღწია, რის შემდეგაც კლება დაიწყო. ახალი წლის შემდეგ კი ციფრული ვალუტების უმეტესობამ კლება დაიწყო.

ციფრული ვალუტების ბაზრის კლების პირველი ტალღა სამხრეთ კორეამ გამოიწვია, რომლის ხელისუფლებამაც, ქვეყანაში ციფრული ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის მზადყოფნა გამოთქვა. სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას შ

ესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებული აქვს. ცნობისათვის, ეს ქვეყანა, ციფრული ვალუტებით ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილეა. იმავდროულად, მის სავაჭრო პლატფორმებზე ვალუტების ფასები ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"