ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დანიშნეს

ბრიტანეთში მარტოობის მინისტრი დანიშნეს

დიდ ბრიტანეთს მარტოობის მინისტრი ჰყავს. პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ასეთი თანამდებობის არსებობა "თანამედროვე ცხოვრების სამწუხარო რეალობამ" მოითხოვა.

გასულ წელს ბრიტანეთის კომისიამ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში, დაახლოებით, 9 მლნ ადამიანი მარტოსულად გრძნობს თავს, ეს მდგომარეობა კი მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა.

"მსურს, ჩვენი საზოგადოების ამ გამოწვევას დავუპირისპირდე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ მარტოობის წინააღმდეგ, დავეხმაროთ მათ, ვინც დაკარგა ახლობელი ადამიანები, ან - ასაკოვან ხალხს, ვისაც არავინ ჰყავს, საკუთარი ფიქრების გამზიარებელი," - განაცხადა ტერეზა მეიმ მინისტრის პოსტზე რეისი ქროუჩის წარდგენისას.

ექიმები ამბობენ, რომ საზოგადოებისგან იზოლაცია სულ უფრო მასშტაბური ხდება, ეს კი ადამიანებს ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად აზარალებს. იზრდება გულის დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკი.

"მარტოობის განცდა დღეში 15 სიგარეტის მოწევაზე უარესია," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის Age UK ხელმძღვანელმა მარკ რობინსონმა, ორგანიზაცია ასაკოვან ადამიანებთან მუშაობს.

მთავრობის კვლევის შედეგების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში 200 ათასზე მეტ ასაკოვან ადამიანს არ ჰყავს თანამოსაუბრე, მეგობარი, ან - ნათესავი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"