წაქცეული სატვირთო მანქანები, დანგრეული სახლები - ქარიშხალმა 8 ადამიანი უკვე იმსხვერპლა

წაქცეული სატვირთო მანქანები, დანგრეული სახლები - ქარიშხალმა 8 ადამიანი უკვე იმსხვერპლა

ჩრდილოეთ ევროპა ქარიშხალ ფრედერიკეს უმკლავდება - "ბიბისის" ინფორმაციით, სტიქიას გერმანიასა და ჰოლანდიაში 8 ადამიანი, მათ შორის - ორი მეხანძრე ემსხვერპლა.

მეხანძრეები გერმანიაში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებისას გარდაიცვალნენ. ერთი მამაკაცი ქარმა სატვირთო მანქანით გზის მოპირდაპირე მხარეს გადააგდო, მძღოლი გარდაიცვალა.

ქარიშხლის გამო გერმანიაში გრძელ დისტანციაზე სარკინიგზო რეისები არ სრულდება. შეზღუდულია ფრენები ამსტერდამის აეროპორტიდანაც.

შტორმმა, რომელსაც გერმანიაში ფრედერიკე შეარქვეს, ქვეყანა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაკვეთა და ახლა პოლონეთის ტერიტორიაზეა. წაქცეულია ხეები, ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მეტეოროლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას, სახლებში დარჩნენ, თუმცა ქარიშხალმა არაერთი სახლი დაზიანა, ზოგი მათგანი საცხოვრებლად საშიშია. ბევრ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

"ტვიტერის" მომხმარებლები აზიარებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, ამოყირავებული სატვირთო მანქანები, ლიანდაგებზე კი წაქცეული ხეები ყრია.

ჰოლანდიაში ქარიშხალმა სულ მცირე 17 სატვირთო მანქანა გადააყირავა. გერმანიის მსგავსად, აქაც დაზიანებულია ლიანდაგები და რამდენიმე ვაგონი.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"