იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა

იტალიაში გრიპის ეპიდემიაა, რომლითაც უკვე 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა

იტალიაში გრიპის ეპიდემიაა. ბოლო კვირების განმავლობაში გრიპით 4 მილიონამდე იტალიელი დაავადდა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ამის შესახებ The Local იუწყება.

ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 8-დან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გრიპით დაავადებული 832 ათასი პაციენტი დარეგისტრირდა. "წელს გრიპის ვირუსის გავრცელება ძალიან ინტენსიურად ხდება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს 2009-2010 წლის პანდემიის დროს იყო", - განაცხადეს ჯანდაცვის ინსტიტუტში.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი რისკის მატარებლები ბავშვები არიან. დაავადების 140 ათასი შემთხვევა სერიოზული იყო. უწყების ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იტალიაში გრიპმა პიკს მიაღწია და ახლა იმედი აქვთ, რომ დაავადებულთა რაოდენობა დაიკლებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"