ანჯელინა ჯოლი წონაში სულ უფრო იკლებს

ანჯელინა ჯოლი წონაში სულ უფრო იკლებს

ანჯელინა ჯოლი საჯაროდ, უმეტესად, გრძელი, დახურული კაბებით ჩნდება, ამიტომ მისმა ჩაცმულობამ რამდენიმე დღის წინ თაყვანისმცემლები გააოცა.

ლოს-ანჯელესში ერთ-ერთი ღონისძიების დასრულების შემდეგ 42 წლის ანჯელინა გარეთ შეკრებილ თაყვანისმცემლებს შეხვდა. მან გულუხვად დაარიგა ავტოგრაფები და გადაიღო სელფები.

მსახიობს მოკლე კაბა ეცვა და სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ჯოლი კვლავ ძალიან გამხდარია, თუმცა - ტრადიციულად, ელეგანტური.

მსახიობს წონის პრობლემა დიდი ხანია აქვს. ბრედ პიტთან ერთად ცხოვრების დროს პიტისთვის ცოლის ჯანმრთელობა და ნორმაზე ნაკლები წონა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო, თუმცა, პრობლემის გადაჭრა, როგორც ჩანს, ანჯელინამ ამ დრომდე ვერ შეძლო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება