ყველაზე წარმატებული ქალების "ოქროს რჩევები"

ყველაზე წარმატებული ქალების "ოქროს რჩევები"

ჟურნალ Fortune-ის 2017 წლის 50 საუკეთესო ბიზნესმენი ქალების რეიტინგის მონაწილეები მრეწველობის ფართო სპექტრს წარმოადგენენ. წარმოგიდგენთ მათ რამდენიმე რჩევას მათთვის, ვისაც მათი მიღწევების გამეორება სურს.

კარენ ლინჩი, პრეზიდენტი, Aetna:

"როდესაც ჩემს კანდიდატურას მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად განიხილავდნენ, მითხრეს არ ჩამეცვა ვარდისფერი ტანსაცმელი, რადგან ასე "გოგონას" დავემსგავსებოდი. ანუ ირიბად მითხრეს, რომ ჩემი სქესი არის ბარიერი. ჩემი გარეგნობის გამო ისინი ვერ ხედავდნენ ჩემს შიდა ძალას, მიუხედავად ამისა, მე ვიბრძოლე და მივიღე სამსახური, მას შემდეგ კი სულ ვარდისფერი მაცვია".

ლიან კერეტი, პრეზიდენტი და თავდაცვის, კოსმოსისა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორი, Boeing:

"სადაც არ უნდა წახვიდე, არ დაკარგო საკუთარი თავი".

შარი ბალიარი, უფროსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და მრავალპროფილური საცალო ვაჭრობის პრეზიდენტი, Best Buy:

"იცოდე, ვინ ხარ და რას ემსახურები შენს ცხოვრებაში. შემდეგ მოემზადე იმისთვის, რომ სამყარო დაუნდობლად შეგამოწმებს, თუ რამდენად ძლიერად გჯერა ამის".

კეტლინ მერფი, პრეზიდენტი, Personal Investing, Fidelity Investments:

"უბრალოდ არ გაჩერდეთ. ხშირად ქალებს აქვთ თავდაჯერებულობა, რაც აძლევს მათ საშუალებას გააკეთონ პაუზა და ტემპი შეამცირონ, როდესაც მამაკაცები რისკავენ და საკუთ

არ გამოცდილებაზე სწავლობენ. უბრალოდ არ გაჩერდეთ!"

სიუზან ვოიჩიჩკი, გენერალური დირექტორი, YouTube, Google/Alphabet:

"ილაპარაკეთ. არ შეგეშინდეთ იმის თქმა, რასაც ფიქრობთ და მოითხოვოთ ის, რაც გსურთ".

კეტი ენგელბერტი, გენერალური დირექტორი, Deloitte:

"გარისკეთ და არ შეგეშინდეთ შეცდომის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება წარმატების გზაზე".

მერი ბარა, თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, General Motors:

"არ მოჭრათ საკუთარი კარიერის ფოთლები ძალიან სწრაფად. არ მოშორდეთ საკუთარ კარიერას იმის საფუძველზე, რაც "შეიძლება" მოხდეს". განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"