ირანელი ქალი, რომელმაც საპროტესტო აქციებზე ჰიჯაბი მოიხსნა, გაუჩინარდა.

ირანელი ქალი, რომელმაც საპროტესტო აქციებზე ჰიჯაბი მოიხსნა, გაუჩინარდა.

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ქალი, რომელმაც ჰიჯაბი მოიხსნა და ტარების ვალდებულება გააპროტესტა. კადრები უამრავმა მედიასაშუალებამ გაავრცელა და ირანელი ქალი მსოფლიომ გაიცნო.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ 31 წლის ქალი გაუჩინარდა.

უფლებადამცველი ნასრინ სოტოუდე "ფეისბუქზე" წერს, რომ კადრების გავრცელებიდან მალევე ქალი დააკავეს და მას მერე აღარ გამოჩენილა. მისივე ინფორმაციით, პროტესტის მონაწილე ქალი ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი - პროკურატურაში გადაიყვანეს.

მისი სახელი და გვარი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ 19 თვის შვილი ჰყავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"