როცა ადამიანი საკუთარი სილამაზით უკმაყოფილო ხარ და საშუალება გაქვს, გარეგნობა გაიუმჯობესო, ამის დამალვა სულაც არ არის საჭირო, როგორც ამას შორენა ბეგაშვილი აკეთებს. მსოფლიოს ულამაზესი ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიც კი არ მალავს ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას და შორენა ბეგაშვილი ვინ არის ამისთანა, ძალიან მაინტერესებს.
თქვენი საყვარელი ბუკლიკო ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედის" ესტუმრა, სადაც შორენამ სხეულის სხვადასხვა ნაწილი გაილამაზა და გაიდიდა. არა მარტო ბუკლეს, იქ მისულ ნებისმიერ პაციენტს კომპიუტერში თვალნათლივ შეუძლია იხილოს ოპერაციამდელი შორენა.
მოკლედ, რომელ კაბინეტშიც უნდა შეხვიდეთ, ყველგან შორენა გიყურებთ, გინდა მკერდის ოპერაციის შემდეგ, გინდა ცხვირის და გინდა ტუჩის. ისე, ტუჩი რომ გაიკეთა, ამას მსახიობი და ეროტიკული სცენების ქართველი ვარსკვლავი არც მალავს, მკერდისა და ცხვირის ოპერაციას კი კატეგორიულად უარყოფს.
ისიც კი გავარკვიეთ, რომ კლინიკამ ბეგაშვილს საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზა იმისთვის, რომ მისი სარეკლამო სახე გამხდარიყო, თუმცა მორიდებულმა შორენამ უარი განაცხადა.
DJ ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)