კრის რის ჩაშლილი კონცერტის ბილეთების საფასური 15 მარტისთვის ანაზღაურდება

კრის რის ჩაშლილი კონცერტის ბილეთების საფასური 15 მარტისთვის ანაზღაურდება

კრის რის ქართველ ფანებს ბრიტანელი მუსიკოსის ჩაშლილი კონცერტის ბილეთების საფასური აუნაზღაურდებათ. მომხმარებელს ბილეთებში გადახდილი თანხა 15 მარტამდე საკუთარ საბარათე ანგარიშზე დაუბრუნდება.

აღნიშნულს, ბილეთების ონლაინმაღაზია TKT.GE-ში კრის რის ჩაშლილი კონცერტის ორგანიზატორთან, შპს "ნიჯ ჯგუფთან" სამართლებრივი დავის საფუძველზე აცხადებენ.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, TKT.GE მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი მომხმარებლის ინტერესების დაცვას და კონცერტის ორგანიზატორისგან მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად თანხების დაბრუნების ვალდებულება ორგანიზატორს ეკისრება, ჩვენი გუნდი ათვითცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას და მომხმარებლების სახელით, საქმე აღძრა შესაბამის საგამოძიებო უწყებებში. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსით და ორგანიზატორებისგან თანხების ამოღება მოხდება მაქსიმუმ 15 მარტისთვის," - აღნიშნულია TKT.GE-ის განცხადებაში, რომელიც მან დაზარალებულ მომხმარებლებს გაუგზავნა.

კრის რის კონცერტი თბილისში 30 დეკემბერს სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ლეგენდარულმა მუსიკოსმა ოქსფორდში, პირდაპირ სცენაზე მიიღო გულის შეტევა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. დეკემბრის ბოლოს მუსიკოსის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კი ჩაიშალა. საქართველოს გარდა კონცერტები გადაიდო დიდი ბრიტანეთის ორ ქალაქში.

კონცერტების ჩაშლის შემთხვევები, საქართველოშიც და მსოფლიოშიც ხშირია და ასეთ დროს, როგორც წესი, ბილეთებში გადახდილი საფასურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია იღებს. კრის რის საქართველოში ჩამოყვანას და მისი კონცერტის გამართვას, შპს "ნიჯ გრუპი" უზრუნველყოფდა.

ასევე წაიკითხეთ: რატომ ჩაიშალა კრის რის კონცერტი თბილისში და რა ბედი ელის გაყიდულ ბილეთებს?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება