94-წლიანი პატიმრობა შვილების წამებისთვის - ლუიზ ტურპინი სასამართლოზე ღიმილს ვერ იკავებდა

94-წლიანი პატიმრობა შვილების წამებისთვის - ლუიზ ტურპინი სასამართლოზე ღიმილს ვერ იკავებდა

მშობლებს, რომლებსაც 13 შვილი წლობით ჰყავდათ დამწყვდეული სახლში და ავეჯზე ჯაჭვებით დაბმული, შვილებთან კონტაქტი აეკრძალათ.

დევიდ და ლუიზ ტურპინებს შვილებთან 100 იარდის რადიუსით მიახლოებაც ეკრძალებათ, 3 წლის მანძილზე კი ელექტრონულადაც არ შეუძლიათ მათთან ურთიერთობა.

56 წლის დევიდი და 49 წლის ლუიზი სასამართლოში დღეს წარდგნენ. პროცესზე ბავშვების დედა მშვიდად იღიმოდა. წყვილს ბრალად საკუთარი შვილების წამება ედება, რომელთა ასაკი 2-დან 29 წლამდეა. ტურპინები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა მისი დამტკიცების შემთხვევაში ლუიზსა და დევიდს 94-წლიანი პატიმრობა ელით.

იხილეთ ვიდეო

შვილები კი, რომლებიც ტურპინებს სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი, კვლავ საავადმყოფოში რჩებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბავშვები წლების მანძილზე სხვადასხვა ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი, პატარა ჯგუფებად. მათ არ ჰქონდათ წვდომა რადიოსა და ტელევიზორთან, თუმცა ასწავლეს წერა და კითხვა.

ბავშვებს აძლევდნენ ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს, ბანაობის ნება კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა შვილმა მოახერხა სახლიდან გაქცეულიყო და პოლიციისთვის დაერეკა. სამართალდამცველებმა ბავშვები გაათავისუფლეს, თუმცა არაადამიანურ პირობებში ცხოვრების გამო მათი ჯანმრთელობა შერყეულია.

independent.co.uk

ნახეთ ასევე: "ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"- საშინელებათა სახლი, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"