თავდასხმა ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბში - გარდაცვლილია 18 ადამიანი

თავდასხმა ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბში - გარდაცვლილია 18 ადამიანი

ბრაზილიაში, ფორტალეზეს ერთ-ერთ კლუბში სროლის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

დამნაშავეები კლუბში სამი ავტომანქანით მივიდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 15-ზე მეტი იყო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო. მათი ცნობით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, დაჯგუფება Guardianes del Estado-ს წევრები არიან.

თავდასხმისას, მათ კლუბში უმისამართო სროლა დაიწყეს. მომხდარი, შესაძლოა, ნარკოგარჩევებს უკავშირდებოდეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"