ყველაზე მდიდარი პატიმარი, არაბი პრინცი თავისუფალია - ამისთვის 1 მლრდ. გადაიხადა

ყველაზე მდიდარი პატიმარი, არაბი პრინცი თავისუფალია - ამისთვის 1 მლრდ. გადაიხადა

საუდის არაბეთის მეფის ძმიშვილი, პრინცი და მილიარდერი ალ-ვალიდ ბენ ტალალი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ AFP იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ვალიდ ბენ ტალალმა, რომელიც საინვესტიციო კომპანია King Holding Company-ს ხელმძღვანელობს, პროკურატურასთან შეთანხმება გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლების სანაცვლოდ პრინცმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა.

62 წლის ალ-ვალიდ ბენ ტალალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2017 წლის ნოემბერში ის, კიდევ 350 ადამიანთან, მათ შორის პრინცებთან, მაღალჩინოსნებთან და ბიზნესმენებთან ერთად კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

ნახეთ ასევე : მოოქროვილი "საკანი", აუზი, მასაჟი, ვეგანური დიეტა - საუდელი პრინცის პატიმრობის დეტალები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"