როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერსა და მობილურს - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერსა და მობილურს - გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

ბოლო დროის ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რომლებიც მოზარდებსა და ბავშვებში გვხვდება, გამოცდილი ბავშვთა ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:

- ქალბატონო ირმა, ყველაზე ხშირად რა ფსიქოლოგიური პრობლემებით მოგმართავენ მშობლები, ასაკის მიხედვით? მაგალითად, უფრო რა აღელვებთ 6 წლამდე ბავშვების მშობლებს, 6-დან 12-13 წლამდე და შემდეგ – თინეიჯერებს?

- სამწუხაროდ, ბოლო დროს, 6 წლამდე ბავშვების მშობლები ყველაზე ხშირად მომმართავენ ქცევის დარღვევასთან, აუტისტური სპექტრის აშლილობასთან ან აუტიზმთან დაკავშირები. ამ მხრივ საკმაოდ დასაფიქრებელი და შეიძლება ითქვას, საგანგაშო მდგომარეობაა. ასევე ხშირია მშობლების სურვილი,

ხელი შეუწყონ ბავშვს, მისცენ მას თავისუფალი, ლაღი ცხოვრების საშუალება, მოამზადონ ბაღისთვის, სკოლისთვის, დაეხმარონ შიშის დაძლევაში, თვითშეფასების ამაღლებაში და თვლიან, რომ ფსიქოლოგის დახმარებით ამას უკეთ მოახერხებენ, ასეთი თანამშრომლობა კარგ შედეგს გვაძლევს. რაც შეეხება 6-დან 12-13 წლამდე ასაკს, ხშირია პრობლემები სკოლაში, კომპიუტერზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება, შიშები... ხშირად მომმართავენ მოზარდების, ანუ თინეიჯერების მშობლები, რომლებიც ზოგჯერ პირველ ვიზიტზე ძალით მოჰყავთ, მერე კი საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო ურთიერთობა გვიყალიბდება, ხშირად მოზარდებთან მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე მშობლებთან, რომლებიც თვლიან, რომ მათი შვილები გამოუსწორებლად ცუდად იქცევიან და ძალიან ბევრს აშავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებისგან განსხვავდებიან...

- რამდენად საფუძვლიანია ხოლმე მშობლების ღელვა და ფორიაქი და პირიქით ალბათ არის შემთხვევები, როცა ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და მშობელი ვერ ხვდება ამას...

- ძირითადად მშობლების ეჭვი, ღელვა გამართლებულია და ერთად ვახერხებთ პრობლემის დაძლევას, თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვი უბრალოდ ლაღი და ცელქია, მშობელს კი ეს გადაჭარბებულად ეჩვენება, ან მოზარდი ცდილობს თვითდამკვიდრებას, იცვლის გარეგნობას და ეს მშობლების ფორიაქის მიზეზი ხდება. არის შემთხვევევბი, როცა ბავშვს, მართლა სჭირდება დახმარება, მაგრამ მშობელს არ უნდა აღიაროს, რომ პრობლემის წინეშე აღმოჩნდა და აიგნორებს ყველაფერს, თუმცა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება. ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ბავშვის ფსიქიურ განვითარებაზე ზრუნვა, ბევრი მშობლის პრიორიტეტად იქცა. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა მშობელი ინტერნეტსივრცეში კითხულობს უამრავ ინფორმაციას გავრცელებული პრობლემების, დარღვევების შესახებ და იმდენად შეშინებულია, რომ ყველა სომპტომს ხედავს თავის შვილში, მოდის შეშინებული, შეშფოთებული, დარწმუნებულია, რომ საგანგაშო მდგომარეობა აქვს და აღმოჩნდება, რომ ბავშვი აბსოლუტურად უპრობლემოა და ყველაფერი მხოლოდ მშობლის ფანტაზიის და ღელვის ნაყოფია...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ