დიდ ბრიტანეთში, კერძო თვითმფრინავში ტონანახევარი კოკაინი იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, კერძო თვითმფრინავში ტონანახევარი კოკაინი იპოვეს

ბრიტანეთის ფარნბოროს აეროპორტში, ერთ-ერთი კერძო თვითმფრინავის ბორტზე 50 მილიონი ფუნტი-სტერლინგის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

მესაზღვრეებმა ტონანახევარი კოკაინი ჩემოდნებში იმ თვითმფრინავის ბორტზე ნახეს, რომელიც კოლუმბიიდან ჩაფრინდა. ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ორი ბრიტანელია, ორი ესპანელი და ერთი იტალიელი.

დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს ნარკოტიკების ერთ-ერთი მსხვილი პარტიაა, რომელიც წლების განმავლობაში აღმოუჩენიათ.

ნარკოტიკი 15 ჩემოდანში 34-37 პაკეტად იყო მოთავსებული. ამის შემდეგ, პოლიციამ ჩხრეკა ბრიტანეთში სამ მისამართზე განახორციელა. მომხდარის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟიც დაიკითხა. თუმცა, ისინი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"