ანჯელინა პარიზში ბრიჯიტ მაკრონს შეხვდა - მსახიობი და პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ

ანჯელინა პარიზში ბრიჯიტ მაკრონს შეხვდა - მსახიობი და პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ

ბრიჯიტ მაკრონმა პარიზში ანჯელინა ჯოლის უმასპინძლა, შეხვედრაზე მსახიობის იორდანიაში მოგზაურობაზე ისაუბრეს, სადაც ჯოლი სირიელ ლტოლვილებს შეხვდა.

ბრიჯიტისა და  ანჯელინას შეხვედრას არ ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი. პირველი ლედი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ჯოლის გვერდით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად არის მიჩნეული.

მაკრონთან შეხვედრაზე მისულ მსახიობს თაყვანისმცემლები ოვაციებით დახვდნენ.

პრეზიდენტის ცოლთან შეხვედრამდე ანჯელინამ ექვს შვილთან ერთად პარიზში ისეირნა, ოჯახმა ლუვრი მოინახულა. მისი გამოჩენა საჯაროდ მედიისთვის სენსაციური აღმოჩნდა, ჟურნალისტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჯოლი შესანიშნავ ფორმაშია.

წყარო express.co.uk

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"