ფიდელ კასტროს შვილმა დეპრესიის ნიადაგზე თავი მოიკლა

ფიდელ კასტროს შვილმა დეპრესიის ნიადაგზე თავი მოიკლა

კუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს 68 წლის შვილმა თავი მოიკლა, ამის შესახებ BBC კუბურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ფიდელ ანხელ კასტრო დიაზ-ბალარტი ხუთშაბათს დილით გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას დეპრესია ჰქონდა.

მამასთან მსგავსების გამო ყოფილი პრეზიდენტის შვილს "ფიდელიტოს" ეძახდნენ. ის ატომური ფიზიკის სპეციალისტი იყო.

"ფიდელ კასტრო დიაზ-ბალარტმა, რომელსაც ღრმა დეპრესია ჰქონდა და რამდენიმე თვის მანძილზე ექიმების ჯგუფი მკურნალობდა, დღეს დილით თავი მოიკლა," - დაწერა კუბას ოფიციალურმა გაზეთმა Granma.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით კი ქვეყნის ყოფილი ლიდერის შვილი კლინიკაშიც იყო მოთავსებული, მას შემდეგ კი რამდენიმე თვის მანძილზე მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"