1000-მდე ადამინმა მიწის ქვეშ სამი დღე გაატარა - სამხრეთ აფრიკელი მაღაროელები ამოიყვანეს

1000-მდე ადამინმა მიწის ქვეშ სამი დღე გაატარა - სამხრეთ აფრიკელი მაღაროელები ამოიყვანეს

სამხრეთ აფრიკაში, ოქროს მაღაროში ჩარჩენილი 955 მუშა უვნებლად ამოიყვანეს, ამის შესახებ BBC წერს. მუშები მიწისქვეშ თითქმის სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ოთხშაბათს მაღაროში ელექტროენერგია გაითიშა და ამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

"ყველა გამოვიყვანეთ," - განაცხადა ოპერატორი კომპანია Sibanye-Stillwater-ის წარმომადგენელმა ჯეიმს უელსტედმა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს დეჰიდრაცია და მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება, თუმცა ეს მათთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

სამხრეთ აფრიკას ოქროს წარმოებაში ლიდერის პოზიცია უკავია, თუმცა უსაფრთხოების ნორმები ინდუსტრიაში ეჭვქვეშ დგას.

მაღარო ბეატრიქსი ქალაქ ველკომში მდებარეობს, იოჰანესბურგიდან 290 კმ-ს დაშორებით. მისი მფლობელია კომპანია Sibanye-Stillwater. მაღაროს სიღრმე 1000 მეტრია.

ოთხშაბათს ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, შედეგად კი ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ დღეს მოხერხდა, სპეციალისტებმა ლიფტის ამუშავება შეძლეს და მიწის ქვეშ ჩარჩენილი მაღაროელები ზემოთ ამოიყვანეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"