საუდის არაბეთში წყვილი ცეკვის გამო დაიჭირეს

საუდის არაბეთში წყვილი ცეკვის გამო დაიჭირეს

საუდის არაბეთში სამართალდამცველებმა დაიჭირეს წყვილი, რომელმაც ქალაქ აბჰაში, ქუჩაში იცეკვა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ცეკვა ქუჩაში გამვლელებმა ტელეფონებით გადაიღეს და ინტერნეტით გავრცელდა.

კონსერვატიულ სამეფოში ძალიან მკაცრი წესები არსებობს გენდერულ სეგრეგაციასთან დაკავშირებით, თუმცა კანონების შესამსუბუქებელი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო - მაგალითად, ქალებს მიეცათ ავტომობილის მართვის უფლება.

ვიდეოს ნახვის შემდეგ ასირის პროვინციის მმართველმა, პრინცმა ფაიზალ ბინ ხალედმა გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. პრინცის მედიისა და კომუნიკაციების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წყვილი დაკავებულია, მათ ბედს კი პროკურატურა გადაწყვეტს. ამავე უწყების განმარტებით, კადრებში ჩანს არაეთიკური საქციელი, რომელიც ეწინააღმდეგება ისლამის ეტიკეტსა და ტრადიციებს.

ცეკვის გამო საუდის არაბეთში მოქალაქეები ადრეც დააკავეს.

გასულ წელს მოზარდმა ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა, შუა ქუჩაზე ის "მაკარენას" ცეკვავდა. სამართალდამცველებმა ის "საზოგადოებრივი მორალის დარღვევის" ბრალდებით დააკავეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"