ვენეციის არხებში წყალი დაშრა, გონდოლები კი ნაპირზე ამოჰყავთ

ვენეციის არხებში წყალი დაშრა, გონდოლები კი ნაპირზე ამოჰყავთ

ვენეციის რამდენიმე არხში წყალი დაშრა. "დეილი მეილის" ინფორმაციით, გონდოლები ნაპირებზე ამოიყვანეს.

ცივმა ზამთარმა და მცირე რაოდენობით წვიმამ არხები ზოგან 60 სმ-მდე შეამცირა.

ფოტოებზე, რომელიც ვენეციაშია გადაღებული, წყლის მაგივრად ცარიელ არხებში ტალახი ჩანს.

უკვე მესამე წელია, როდესაც ვენეციაში წყლის დონე იკლებს, ან - სრულიად ქრება. წელიწადში რამდენჯერმე კი ქალაქი წყალდიდობას ებრძვის.

მაშინ, როდესაც ტურისტების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება, ვენეციის მაცხოვრებელთა რაოდენობა კლებას განაგრძობს.

1951 წლიდან დღემდე ვენეციის მოსახლეობა 175 ათასიდან 55 ათასამდე შემცირდა. მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, მათ შორის მაღალი ფასები, რაც ტურიზმმა განაპირობა. წყალდიდობის დროს კი შენობების პირველი სართულები წყლით იფარება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"