მონაკოს პრინცესამ მონტე კარლოს საოპერო თეატრს და პაატა ბურჭულაძეს წარმატებული პრემიერა მიულოცა

მონაკოს პრინცესამ მონტე კარლოს საოპერო თეატრს და პაატა ბურჭულაძეს წარმატებული პრემიერა მიულოცა

მონტე კარლოს საოპერო თეატრის პრემიერა ტრადიციულად მუსიკალური სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ოფენბახის ოპერა "ჰოფმანის ზღაპრები" მსოფლიოს საუკეთესო ხმების შესრულებით, 31 იანვარს MEZZO - ს პირდაპირი ეთერით გადაიცა.

როგორც ცნობილია, მონაკოს სამეფო ოჯახი თეატრის ხშირი სტუმარია. მათთვის მასნეს სკვერიდან საგანგებო შესასვლელი იხსნება და როგორც წესი, სამეფო ლოჟამდე თეატრის გენერალური დირექტორი ჟან ლუი გრინდა მიაცილებს. მონაკოს პრინცესა კაროლინა გრიმალდიმ მთავარი პარტიის შემსრულებელი, ცნობილი ტენორი ხუან დიეგო ფლორეცი ორდენით დააჯილდოვა და არტისტებს წარმატებული პრემიერა მიულოცა.

მსოფლიოში აღიარებულ მომღერალს პაატა ბურჭულაძეს სამეფო ოჯახთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, მონტე კარლოს თეატრის სცენაზე ქართველ ბანს არაერთი მნიშვნელოვანი პარტია აქვს შესრულებული. მისი მოწვევით თეატრის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა და ცნობილმა რეჟისორმა ჟან ლუი გრინდამ თბილისის საოპერო თეატრთანაც ითანამშრომლა. რეჟისორ დავით საყვარელიძესთან ერთად მან ვერდის ოპერა "ატილა" დადგა, რომლის პრემიერა ფონდ "იავნანას“ მიეძღვნა.

"პაატამ თბილისში დაახლოებით ათი წლის წინ მიმიწვია, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი დადგმა ქველმოქმედებას მიეძღვნა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ძველმა ქალაქმა ულამაზესი აივნებით. თბილისის ოპერაც უნიკალურია, მითხრეს, რომ მას შემდეგ შენობა განახლდა და წარმომიდგენია დღეს როგორი მშვენიერი იქნება. საერთოდ, ქართველებთან მუშაობა და ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ამავე დროს გახსნილები და გულწრფელები. ქართველებს საუკეთესო საოპერო მომღერლები გყავთ, მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს მსოფლიოს პირველი კლასისი თეატრებში. პაატა ბურჭულაძეს 20 წელზე მეტია ვიცნობ. მასთან დიდი მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. სრულიად ფანტასტიკური ხმა აქვს, ძლიერი და ულამაზესი მაღალი ნოტებით. პირველად ნაბუქოს პარტიის შესასრულებლად მოვიწვიე. ხუთი სპექტაკლი უნდა ემღერა მიყოლებით, ეს ძალიან რთული ამოცანა იყო და ყველანი ველავდით. გაოცებული დავრჩი, როდესაც უმაღლესი ხარისხით შეძლო ხუთივე წარმოდგენის შესრულება, ეს მართლაც გამორჩეული შესაძლებლობაა. წელს ერთობლივი პროექტები დავგეგმეთ ფესტილებთან დაკავშირებით" - განაცხადა ჟან ლუი გრინდამ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება