ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სასტუმროს შენობა დაინგრა. ამის შესახებ ტელეარხი TVBS იუწყება.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:50 საათზე (თბილისის დროით 19:50 საათზე), ქალაქ ჰუალიანთან ახლოს, 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ამავე ქალაქთან ახლოს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირასაც დაფიქსირდა.