ტაივანში ბიძგები გრძელდება, მსხვერპლი კი გაიზარდა - ნახეთ უახლესი ფოტომასალა

ტაივანში ბიძგები გრძელდება, მსხვერპლი კი გაიზარდა - ნახეთ უახლესი ფოტომასალა

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ტაივანში ავთერშოკები გრძელდება. მაშველები ცდილობენ, ათობით დაკარგული ადამიანი შენობების ნანგრევებში მოძებნონ.

CNN-ის ინფორმაციით, სულ მცირე 9 ადამიანი გარდაიცვალა და 267 დაშავდა სამშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. დანგრეულია შენობები, ხიდები, დაზიანდა გზები. ხელისუფლების ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები ზარალი რკინიგზას მიადგა, ქალაქ ჰუალინის მიმართულებით გადაიდო ფრენები.

იხილეთ ვიდეო: 10 დაღუპული, 270 დაშავებული, 60 დაკარგული - როგორ გამოიყურება ტაივანი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ?

ჰუალინში მცხოვრები მელინდა იუ, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, ამბობს, რომ მისი 50-ე დაბადების დღეს ზეიმობდა, როდესაც სახლი ძლიერად შეზანზარდა. იგრძნო, როგორ ჩაიშალა იატაკი და როდესაც მტვერი გაიფანტა, აღმოაჩინა, რომ პირველ სართულზე იყო.

"ვიღაცამ გარედან დამიძახა "მომეცი ხელი!" და ნანგრევებიდან გამათრია," - ამბობს მელინდა.

ხალხის ნანგრევებიდან გამოყვანას 600 სამხედრო პირი და 750 მეხანძრე ცდილობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"