დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს - საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს - საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

არაოფიციალური ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა პირად საუბრებში განუცხადა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს დანაშაულის იარაღისთვის ჯერ არ მიუკვლევიათ, თუმცა ამოღებულია რამდენიმე ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ გასროლის ხმა არც ერთ მეზობელს არ გაუგია.

იხილეთ ვიდეო

გარდა ამისა, ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება ინფორმაციები დოდო გუგეშაშვილის მიერ საპასუხო გასროლის, თავდამსხმელის დაჭრისა და დიღმის ტყე-პარკში მისი სისხლის ნაკვალევის აღმოჩენის შესახებ.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა გუშინ განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

წაიკითხეთ ასევე:  რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

"ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის, ვინ არის მკვლელი და მისი ვინაობა, სავარაუდოდ, პოლიციასაც უთხრა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ