უკრაინის უშიშროების სამსახური - სასტუმროში, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, "ალფას" სპეცრაზმი არ გაუგზავნია

უკრაინის უშიშროების სამსახური - სასტუმროში, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, "ალფას" სპეცრაზმი არ გაუგზავნია

სასტუმროში, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, "ალფას" სპეცრაზმი არ გაუგზავნია, - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" უკრაინის უშიშროების სამსახურში განუცხადეს.

"სპეცრაზმ "ალფას" სხვადასხვა ორგანოების მითითებების შესრულება შეუძლია, ის მხოლოდ უშიშროების სამსახურს არ ექვემდებარება", - განაცხადა უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.

ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. გენერალური პროკურორის წარმომადგენლის ლარისა სარგანის განცხადებით, სასტუმროში სპეცრაზმის გაგზავნასთან დაკავშირებით მან არაფერი იცის.

კიევში, იმ სასტუმროსთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმია მობილიზებული, - ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან პოროშენკომ სპეცრაზმი "ალფა" გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად. ყველანი იქ მივდივართ", - წერს დავით საყვარელიძე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"