მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა

 მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში საცხოვრებელი შეიცვალა და კასტიოლნაიას ქუჩიდან, კიევის ცენტრიდან მოშორებით გადავიდა.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Fairmont-თან განუცხადა. "თუ გაინტერესებთ, როგორ მდიდრულად ვცხოვრობ, ვცხოვრობ ოროთახიან ბინაში 22-ე სართულზე ცენტრიდან შორს, მოსკოვის მოედანთან", - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებდა სასტუმროში.

"ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტობის შედეგად ფული დავაგროვე იმისთვის, რომ ოროთახიანი ბინა მექირავებინა. კოსტელნაიადან უკვე გადავედი, რადგან ეს იყო ოფისი და იქ ვეღარ გავაგრძელებდით ცხოვრებას", - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, სასტუმროში "სერიოზულმა უცხოელმა სტუმრებმა" ჩაის დასალევად დაპატიჟეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"