ეიფელის კოშკი დაკეტილია, პარიზში უპრეცედენტოდ დიდი თოვლი მოვიდა

ეიფელის კოშკი დაკეტილია, პარიზში უპრეცედენტოდ დიდი თოვლი მოვიდა

ეიფელის კოშკი, რომლის სანახავად საფრანგეთის დედაქალაქში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის, ინტენსიური თოვის გამო სამშაბათის შემდეგ დაკეტილია.

BBC-ის ინფორმაციით, ტურისტებისთვის ეიფელის მონახულება საშიშია, რადგან ფეხის მოცურების რისკი არსებობს.

პარიზის მერიაში ამბობენ, რომ სამშაბათის შემდეგ მოსული ნალექის დონე 1987 წლის შემდეგ უპრეცედენტოა.

თოვლმა საფრანგეთის ჩრდილო ნაწილში სერიოზული პრობლემები შექმნა. პარიზის ქუჩებში ხალხი თხილამურებით გამოჩნდა.

ეიფელის კოშკის გარშემო თოვლის საფარი იმდენად მაღალია, რომ ახლოს მისვლა შეუძლებელია. გადნობის ტრადიციულ მეთოდს კი ვერ მიმართავენ, რადგან მარილმა შესაძლოა დაჟანგოს მეტალი, რომლითაც ეიფელის კოშკია აგებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"