კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩამოვარდა ლაინერი, სადაც 71 მგზავრი იჯდა - ყველა მათგანი გარდაიცვალა

კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩამოვარდა ლაინერი, სადაც 71 მგზავრი იჯდა - ყველა მათგანი გარდაიცვალა

მოსკოვთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნა ერთ-ერთი სახლის ვიდეოკამერამ გადაიღო, ჩანაწერი Youtube-ზე განთავსდა. ვიდეოკადრებში ლაინერის მიწაზე ჩამოვარდნის მომენტი ჩანს.

Ан-148 გუშინ ჩამოვარდა, რამდენიმე წუთში დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ. თვითმფრინავი მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, ორენბურგის ოლქში. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი გარდაიცვალა.

ნახეთ ვიდეო : კამერამ ლაინერის ჩამოვარდნის კადრები დააფიქსირა, სადაც 71 მგზავრი იჯდა - ყველა მათგანი გარდაიცვალა

Lenta.ru-ს ცნობით,  სამართალდამცველებმა საქმე ფრენის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით აღძრეს, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ლაინერის ტექნიკური მდგომარეობა იყო.

რუსეთში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"