მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ტელეფონით მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს ტელეფონით მიმართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მის გაძევებაზე რეაგირება მშვიდი უნდა იყოს. ამის შესახებ მან კიევში შეკრებილ მხარდამჭერებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

"ჩემი აზრით, ჩვენ ამაზე მშვიდი რეაქცია უნდა გვქონდეს. მათ სისუსტეს ჩვენ სულის სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ. ისინი ტყუიან. ეს არის პატარა, შეშინებული, იაფფასიანი მატყუარა პოროშენკო. ის პრეზიდენტი არაა. ის ადამიანიც კი არაა. ის არის უბრალოდ საძაგელი ბარიგა, რომელსაც უკრაინის დაშლა სურს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღევანდელი ქმედებები მათ მარცხამდე მიიყვანს", - განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს კიევში მდებარე რესტორან "სულუგუნში" ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შეესწრნენ

ვრცელდება კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაა ასახული

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"