ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - "როცა დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი"

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - "როცა დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი"

სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მაია მიმინოშვილის განმარტებით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

მიმინოშვილის განცხადებით, ცვლილებები შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსწავლემ გაიგოს, გადალახა თუ არა ბარიერი და არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ქულას.

”მთავარი პრინციპია, გადალახა თუ ვერ გადალახა მოსწავლემ ბარიერი და არა - კონკრეტული ქულა. ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შევაჯერეთ მოსაზრებები. როგორც კი დაასრულებს მოსწავლე გამოცდას, ის კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, გადალახა თუ არა ბარიერი. შესაბამისად, მას კონკრეტული ქულა აღარ დაეწერება”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეული საგნისთვის დამატებით ნიმუშებს გამოაქვეყნებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ეს ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ, რათა შეექმნათ სწორი წარმოდგენა საგამოცდო დავალებებზე.

გამოსაშვები გამოცდები წელსაც 2 ეტაპად - მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ