დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

მისივე თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა.

"გუშინდელი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ 1-ელი იანვრიდან უკვე ქვეყანაში წითელათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. კონცენტრირება, 70-დან 75%-მდე შემთხვევვებისა აჭარის რეგიონშია და იქ ძალიან ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უკვე 30-მდე შემთხვევა გვაქვს თბილისშიც. ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საჭიროა იმის გათავისება, რომ პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა. მისივე ინფორმაციით, ბავშვებს ორი აცრა უნდა ჰქონდეთ გაკეთებული - 1 და 5 წლის ასაკში.

"ერთადერთი პრევენციის საშუალება არის აცრა იმ ადამიანების, ვინც არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს არის ბავშვების ორჯერადი აცრა, ისინი უნდა იყვნენ ორჯერ აცრილები - 1 და 5 წლის ასაკში. აცრების ჩავარდნის მაღალი პროცენტი გვაქვს 15-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და მაშინ მოგეხსენებათ აცრებთან მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში. 2008 წელსაც იყო ძლიერი ჩავარდნა. სწორედ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კამპანია ტარდებოდა და წითელას საწინააღმდეგოდ მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, ერთმა არასწორად გაკეთებულმა სიუჟეტმა ჩააგდო ეს კამპანია და მილიონის ნაცვლად აიცრა 450 000 ადამიანი. მაშინ მილიონი ადამიანი რომ აცრილიყო, დღეს ქვეყანაში ეს პრობლემები არ იქნებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიექტორი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ გადაამოწმონ შვილების აცრის სტატუსი. ასევე, მიმართავს 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს, თუ არ იციან აცრის სტატუსი, მივიდნენ პოლიკლინიკაში და წითელას საწინააღმდეგო ერთი დამატებითი აცრა გაიკეთონ. გამყრელიძე სამედიცინო პერსონალსაც მიმართავს, რომ აცრა გაიკეთონ.

ის ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, ვინც შვილის გაჩენას აპირებს და აცხადებს, რომ ორსულობის დროს წითელას ვირუსი ნაყოფზე სერიოზულად მოქმედებს.

"წითელას ვირუსი საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ნაყოფზე. თუ ორსულობის პერიოდში ქალბატონს წითელა დაემართა, ნაყოფის დაზიანების ალბათობა მაღალია. აქედან გამომდინარე, თუ აპირებთ დაფეხმძიმებას, არ იცით, ან არ გახსოვთ გადატანილი გაქვთ თუ არა წითელა, გთხოვთ აუცილებლად მიბრანდეთ პოლიკლინიკაში და აიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ