როგორია სუიციდის, ოჯახში ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში

როგორია სუიციდის, ოჯახში ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში

2017 წელს საქართველოში სუიციდისა და სუიციდის მცდელობის 630 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, შსს-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევაა რეგისტრირებული. თვითმკვლელობის და სუიციდის მცდელობის ყველაზე მეტი შემთხვევები მამაკაცებში ფიქსირდება. 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა ან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 462-მა მამაკაცმა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებს თანახმად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიან. ამის შესახებ 2017 წლის სტატისტიკაშია ნათქვამი, რომელიც ძალადობის სახეებსა და შემაკავებელი ორდენების გაცემას შეეხება.

სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის - 990, ეკონომიკური ძალადობის- 143, იძულების - 97, ხოლო უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის ყველაზე მცირე შემთხვევა სექსუალურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობაა. 9 შემთხვევიდან 3-3 თბილისსა და ბათუმში, 2 კახეთში, ხოლო ერთი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ