შეთქმულება ბიზნესის წინააღმდეგ: სახელმწიფო ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კლავს - "ბანკები და ფინანსები"

შეთქმულება ბიზნესის წინააღმდეგ: სახელმწიფო ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კლავს - "ბანკები და ფინანსები"

საქართველოში ქათმის ხორცის წარმოების ბზნესი ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.

მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები სახელდება. მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრაა.

2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში, 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მუხლის

პირველი ნაწილის ჟ ქვეპუნქტში მითითებული დღგ-ის საგადასახადო შეღავათი კვერცხის გარდა, ასევე აღარ გავრცელდა შინაურ ქათამზეც.

ამასთან, ამავე ცვლილებით, კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა ფ ქვეპუნქტი, რომლითაც დღგ-მისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე, გარდა კვერცხისა და შინაური ქათმისა.

გარდა დადგენილი ცვლილებებისა და ქათმის ხორცსა და კვერცხზე დღგ-ის განსაზღვრისა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ცვლილება ფრინველის ხორცის ვეტერინარულ შემოწმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაღზღვრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური. მათ შორისაა, ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე. წ. ფორმა #2-ი. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე 5 თეთრით განი საზღვრა.

ამ ცვლილებას ადგილობრივი მწარმოებლების აღშფოთება მოჰყვა, რომელთა განცხადებითაც ასეთი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ, ზოგიერთმა კომპანიამ ფასი გაზარდა, ზოგმა პროდუქციის წარმოება შეამცირა, ზოგს კი დროებით წარმოების შეჩერებაც მოუწია, მაგალითად კომპანია "კოდას".

ასეთი ცვლილებების შემდეგ საინტერესოა, როგორი სიტუაციაა ბაზარზე დღეს. რა პრობლემებს აწყდებიან ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები, რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ