პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება

პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პირადი ექიმის ცისანა შარტავას თქმით, უწმინდესს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება. ამის შესახებ ექიმმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება აქვს, რომელიც გასულ კვირას გამოუვლინდა. ექიმის განმარტებით, მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება.

„გაციებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, სახის სამწვერა ნერვის ანთება განვითარდა, რამაც სახეზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. მკურნალობა სახლის პირობებში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. მანამდე პატრიარქს კვირის დასაწყისში თოდუასა და ჩაფიძის კლინიკებში სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა, რათა სხვა რაიმე მიზეზი გამორიცხულიყო. ანალიზების შედეგები ძალიან კარგია“, – განაცხადა შარტავამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ