"ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს..." - თემქაზე მოკლული გოგონას ოჯახი, ეჭვიანობის გამო მკვლელობას გამორიცხავს

"ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს..." - თემქაზე მოკლული გოგონას ოჯახი, ეჭვიანობის გამო მკვლელობას გამორიცხავს

21 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკი მკვლელობის რეალური მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა 21 წლის ბიჭმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა, მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეზობლები საუბრობენ ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობაზეც, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.

თემქაზე მოკლული გოგონას მამის მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, არანაირ ეჭვიანობას ადგილი არ ჰქონია:

"არავითარი ღალატი და რაღაცა არ ყოფილა. ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს... რა ეჭვიანობა, რომელ ეჭვიანობაზე ლაპარაკობთ" - ამის შესახებ მამუკა ნაცვლიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს განუცხადა.

მოკლულის და დაკავებულის საერთო მეგობრები წყვილის შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული გრიგალაშვილი მოკლულს ხშირად აკითხავდა.

"მოსვენებას არ აძლევდა ფაქტობრივად. სულ უნდოდა მის გვერდით ყოფნა, ანას სურვილის მიუხედავად", - აღნიშნა კიდევ ერთმა მეგობარმა.

ამასთან, ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს. 

"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს