ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო რეცეპტი მკითხველისგან - რა შეუძლია მატიტელას

ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო რეცეპტი მკითხველისგან - რა შეუძლია მატიტელას

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. თუ ის ნაღველკენჭოვანი დაავადების - კალკულოზის ფონზე განვითარდა, მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი ეწოდება, ხოლო თუ ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობის გარეშე აღმოცენდა, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს აკალკულოზურ (უკენჭო) მწვავე ქოლეცისტიტთან.

ამბროლაურელი ტატო ლაშხი "მკურნალის" მკითხველს დაავადებასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ერთი მცენარის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ გვიამბობს:

"ქოლეცისტიტის სამკურნალო უამრავი საშუალება გამოვცადე, მაგრამ რატომღაც - ყველა უშედეგოდ. შემთხვევით მატიტელას ფესვის სამკურნალო თვისებების შესახებ შევიტყვე.

წამლის დასამზადებლად დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი. ფესვიანი ჭურჭელი შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 15 წუთით, გადმოდგით და გადაწურეთ. წამალიც მზად არის.

ის უნდა სვათ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 1 სადილის კოვზის ოდენობით. 2-3 კვირის შემდეგ საგრძნობი შვება უნდა იგრძნოთ, შეტევები უნდა გაიშვიათდეს და ბოლოს სულ გაქრეს. ამგვარი 6-თვიანი მკურნალობით ქოლეცისტიტი თავს აღარ მახსენებს. მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებას ექოსკოპიური კვლევაც მიდასტურებს" - ამბობს მკითხველი.

მატიტელას შესახებ

მატიტელა ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ბაცი მწვანე ფოთლები და თეთრი ან მოვარდისფრო წვრილი ყვავილები. ჩვეულებრივ, 10-20 სმ-მდე იზრდება, თუმცა მისმა სიმაღლემ შეიძლება 50 სმ-საც მიაღწიოს. მატიტელა ივლისიდან ყინვების დაწყებამდე ყვავილობს. აქვს მცირე ზომის კაკლისებრი ნაყოფი. ყვავილობის შემდეგ მცენარის ღერო მკვრივდება. მას წააწყდებით ეზოებში, გზისპირებზე და ბილიკების გასწვრივ, ნაგავსაყრელებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. მატიტელათი დაფარული ფეხბურთის მოედანი განსაკუთრებით რბილი და ლამაზია - მწვანე ხავერდოვან ხალიჩას წააგავს. ხტომისა და სირბილის დროს ადამიანის ფეხი ვერ აზიანებს მატიტელას, რადგან მცენარეს ელასტიკური ბოჭკოები იცავს.

მატიტელა ძვირფასი სამკურნალო მცენარეა. მას აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან დასრულებამდე. გადაყვავილებული მცენარის გამკვრივებული ღეროები სამკურნალოდ აღარ გამოდგება. გასახმობად ის ჩრდილში, სუფთა ჰაერზე, თხელ ფენად უნდა გაიფინოს და დროდადრო გადაბრუნდეს წაიკითხეთ სამკურნალო წერილები

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

რა პრეპარატმა დააყენა უსიამოვნო სუნი პარლამენტში - აქტივისტები "საპროტესტო ხსნარის" ფოტოს ავრცელებენ