ქართველი მეცო-სოპრანოს ტრიუმფალური დებიუტი მადრიდის თეატრის სცენაზე - "ქარიშხალში" მთავარი პარტია ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა

ქართველი მეცო-სოპრანოს ტრიუმფალური დებიუტი მადრიდის თეატრის სცენაზე - "ქარიშხალში" მთავარი პარტია ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა

მადრიდის "ცარცუელას თეატრში" 90 წლის შემდეგ პირველად დაიდგა რუპერტო ჩაპის "ქარიშხალი", სადაც მთავარი პარტია მსოფლიოს სცენებზე წარმატებით მოღვაწე ქართველმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა. 

ესპანურმა პრესამ ქართველი მომღერლის ამ საპასუხისმგებლო დებიუტს ტრიუმფალური უწოდა. 

ქეთევან ქემოკლიძე პირველი ქართველია, რომელიც წარსდგა მადრიდის "ცარცუელას თეატრის" სცენაზე. მას პარტინიორობას მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერლები: კარლოს ალვარესი, ხოსე ბროსი, მარიონა კანტარერო და სხვები უწევდნენ.

სპექტაკლს ახლგაზრდა ესპანელი დირიჟორი გულიელმო გარსია კალვო დირიჟორობდა. წარმოდგენას განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლეგენდარულმა ესპანელმა მსახიობმა ხუან ეჩანოვემ ნარატორის როლში. 

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს