"პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი, როდესაც ის ძებნილია" - რა ცვლილებები შედის კანონში

"პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი, როდესაც ის ძებნილია" - რა ცვლილებები შედის კანონში

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა.

მინისტრის მოადგილე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გარკვეულ დეტალებზეც საუბრობს, რომელიც გვარის გამოცვლას უკავშირდება. 

"რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ გერმანიაშიც, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც შეშფოთებით უყურებდნენ ჩვენი მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. აგრეთვე იმ მოქალაქეებისა, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. გაისმა გარკვეული განცხადებები იმის თაობაზე, ხომ არ უნდა გაუქმდეს უვიზო რეჟიმი და ა.შ. რასაკვირველია, ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მთელ ქვეყანას, ხელისუფლებას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია მოგვეპოვებინა. სამწუხარო იქნება, თუ გარკვეული პირების, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ, მსხვერპლი გახდება დანარჩენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების შემუშავება დაგვჭირდება. ერთი ასეთი ცვლილებაა გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვარის შეცვლა არავის შეეძლება არასდროს, უბრალოდ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ამ კუთხით უნდა შეიცვალოს ზომიერად მკაცრი პოლიტიკით. მაგალითად იმით, რომ პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ის ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, პირს დასჭირდება აუცილებლად თავად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, საკონსულოში კვლავაც ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში",- განაცხადა ბარამიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ