სად ყიდულობენ სახლებს დედაქალაქში - თბილისის ყველაზე მოთხოვნადი უბნების უახლესი მონაცემები

სად ყიდულობენ სახლებს დედაქალაქში - თბილისის ყველაზე მოთხოვნადი უბნების უახლესი მონაცემები

დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, თბილისის ყველა უბანში ახალი კორპუსები შენდება. მათი ფასი კი ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება, თუმცა ზოგიერთი უბანი მყიდველში განსაკუთრებით მოთხოვნადია. 

როგორც უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ბაზარზე თბილისის ცენტრალური უბნებიდან საბურთალო დომინირებს, გარეუბნებიდან კი ვარკეთილი და გლდანია მოთხოვნადი. ამის მიზეზად მისაღებ ფასს ასახელებენ. 

როგორც პორტალი saqme.ge-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მეტი განცხადება საბურთალო, გლდანისა და ვარკეთილის უბნებში შედის.

„ზოგადი დაკვირვებით ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე იყიდება. განცხადებებიც ყველაზე მეტი ამ უბანში გასაყიდ ბინებზე იდება. გარეუბნებიდან კი ყველაზე კარგად გლდანში და ვარკეთილში იყიდება. ეს ალბათ, უფრო ფასის ხელმისაწვდომობით არის განპირობებული. გარდა ამისა, საბურთალოზე უფრო მეტი მშენებლობებია, ვიდრე სხვა უბნებში და ამიტომაც არის ეს უბანი ასეთი პოპულარული. რაც შეეხება ფასს, ბოლო წლებია არანაირი ცვლილება არ ყოფილა“, - განაცხადა არაბულმა. 

უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გაყიდვების მხრივ პოპულარული უბნებია - საბურთალო, ვაკე და ვერა.

„გაყიდვების კუთხით ტენდენციები შენარჩუნებულია, დღეს გაყიდვების მხრივ საბურთალო, ვაკე და ვერა ლიდერობს. ასევე გარეუბნებშიც კარგად იყიდება ბინა, მაგალითად, ვარკეთილსა და გლდანში. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ადგილი მაინც საბურთალოა. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ