"ნაქირავებში ვცხოვრობ, მარტოხელა დედა ვარ" - ვინ არის "ჩცდ"-ს ახალი პერსონაჟი

"ნაქირავებში ვცხოვრობ, მარტოხელა დედა ვარ" - ვინ არის "ჩცდ"-ს ახალი პერსონაჟი

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს ბოლო დროს ახალ-ახალი პერსონაჟებით ახარებს. რამდენიმე სერიის წინ, "ჩცდ"-ში ძალადობის მსხვერპლი გოგონა გამოჩნდა, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვინ არის ნინა გოცირიძის ვირტუალური მეგობარი, რეალურ ცხოვრებაში ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ჩვენი რესპოდენტი ნინია ბარიშვილია.

- რამდენიმე წელია "ფორმულა კრეატივში" ვმუშაობ. პროფესიით მსახიობი არ ვარ, მედდა გახლავართ, მაგრამ მსახიობობა მუდმივად მომწონდა. მეც იგივენაირი ისტორია მაქვს, როგორიც ჩემს პერსონაჟს, მეც მომიტაცეს და უსიყვარულოდ გავთხოვდი. როცა სცენარი წავიკითხე, გიორგი ლიფონავას ვუთხარი: ჩემზე დაწერეს სცენარი-მეთქი? გავიარე კასტინგი და ასე მოვხვდი სერიალში. ძალიან ვნერვიულობდი, პირველ რიგში მინდოდა სცენარისტს მოსწონებოდა ჩემს მიერ შესრულებული როლი, როგორც მითხრეს მოეწონა და მიხარია.

- როგორ მოხვდი "ფორმულა კრეატივში"?

- ირაკლი საღინაძესთან, გიორგი ლიფონავასთან და სტაფის სხვა წევრებთან ვმეგობრობ. როცა შვილი გავაჩინე, ვერსად ვერ დავიწყე მუშაობა, დეპრესიაც დამეწყო, მინდოდა სამსახური მქონოდა. ერთ საღამოს ირაკლი საღინაძეს მივწერე, თქვენთან იქნებ რამე ვაკანსია გამოჩნდეს, მზად ვარ დამლაგებლადაც ვიმუშაო-მეთქი და ზუსტად მეორე დღეს ამიყვანეს კლაპერად. დღემდე ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ