ძლიერი ხანძარი "თერგის" ბაზრობაზე - ფოტოგალერეა ადგილიდან

ძლიერი ხანძარი "თერგის" ბაზრობაზე - ფოტოგალერეა ადგილიდან

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა მოვაჭრეებმა განუცხადეს. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბაზრობაზე ხანძარი შეგნებულად გააჩნიეს.

ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, დიზელის საწვავი იყო, თუმცა მისი დროულად ლოკალიზება მოხდა. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მღებრიშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია.

ხანძრის ჩქარობას 15-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.  ბაზრობის მიმდებარედ კვლავ გადაკეტილია ტრანსპორტის მოძრაობა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ